„საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1090
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-11-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14 ნოემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №11, მუხ. 295) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა “რესპუბლიკის”.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

II. დადასტურებულ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის, როგორც საქართველოს ორგანული კანონის მართლზომიერება.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1090-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია