ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2011 წლის 11 თებერვალი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, 2007 წლის 15 მაისი, №74, გვ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს 1.2. და 2.3. პუნქტები.
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილების მესამე პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა ინსტრუქცია „ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად დაწესებული სატენდერო მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე