„თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
07
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.133.016025
„თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2011 წლის 11 თებერვალი

დაბა ხელვაჩაური

„თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №46 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №51. 16.11.2010წ., გვ. 76–81) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, ამ წესით დადგენილ ვადაში იდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და, მეორე მხრივ, გამარჯვებული.“.

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია