გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2011 წლის 14 თებერვალი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს გორის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე თ. ხაჩიური