საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2019-09-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016234
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 73

2011 წლის 8 თებერვალი

ქ . თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის ( საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტ­კიც­დეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახუ­რი­სათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინ­ფორ­მაციის გადაცემის წესი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ- მინისტრი   ნ . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის ( საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი­სათვის – საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (შემდგომში – საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამ­სახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ იდენტიფიცირებული ინფორ­მაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საქსტატსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომ­ლო­ბას საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი სა­ინფორ­მაციო ბაზის ფორმირებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №438 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.   

    მუხლი 2

1. შემოსავლების სამსახური საქსტატს აწვდის:

ა) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) საბაჟო დეკლარაციებისა და რეექსპორტის დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭრობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);

ბ) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში საქართველოს საბაჟო საზღვარზე და შეადგენს სტატისტიკური კვლევის საგანს;

გ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში) მოქმედი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას და არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კორექტირებულ მონაცემებს შემდეგი რეკვიზიტების გათვალისწინებით: გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი), იურიდიული მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი სახლის მისამართი), ფაქტობრივი მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ტელეფონის და/ან ფაქსის ნომერი, ელფოსტა, ძირითადი საქმიანობის სახე (ეკონომიკური საქმიანობის სახეები საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ხუთნიშნა დონეზე), კვარტალური ბრუნვის მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა (ელექტრონული ფორმით).

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვე­პუნ­ქ ­ ტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შემოსავლების სამ­სა ­ ხური საქსტატს აწვდის:

ა) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულე­ბიდან არა უგვიანეს 7 თვის ვადაში) ინფორმაციას რეგისტ­რი­რებული საწარმოების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღე­ბუ­ლი მოგების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით);

ბ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრუ­ლე­ბიდან ერთი თვის ვადაში) ინფორმაციას გაცემული დივი­დენდების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით).

3. შემოსავლების სამსახური საქსტატს ყოველთვიურად აწ­ვ ­ დის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი­სტ­როს მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული სატ­რანს­პორტო საშუალებების შესახებ;

4. მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქსტატს დამატებით მია­წო­დოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხ­ლის პირველ და მე-2 პუნქტებში.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №330 – ვებგვერდი, 13.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №438 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.   

     მუხლი 3

საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემ თა ცვლილების შემ ­ თხვევაში შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქ­ს­ტა ­ ტის ინფორმირებას.

    მუხლი 4

შემოსავლების სამსახური საქსტატს მოთხოვნის შემთ­ხ­ვევაში წ არუდგენს გადასახადის გადამხდელების მიერ წარ­დ­გენილ დეკ­ლარაციებში ასახულ მონაცემებს.

    მუხლი 5

საქსტატი უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელების შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გაცემას მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირების გამო­მრიცხავი ფორმით ან საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია