გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016028
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის, 38 -ე მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , გარდაბნ ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

დამტკიცებულ იქნ ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება , თანახმად დანართისა .

  მუხლი 2.

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

    მუხლი 3.

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22 -ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად , გარდაბანის რაიონულ სასამართლოში .

 საკრებულოს თავმჯდომარე გ.ფეიქრიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური ( შემდგომში – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას , მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში , აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , გამგეობის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. იურიდიული სამსახური შექმნილია „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად .

4. იურიდიული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით .

5. იურიდიული სამსახურის იურიდიული მისამართია : ქ . გარდაბანი , დავით აღმაშენებლის ქუჩა №73

თავი II. იურიდიული სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 2

იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

ა ) (ამოღებულია - 14.03.11 №14);

ბ ) (ამოღებულია - 14.03.11 №14);

გ ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ;

დ ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა ;

ე ) (ამოღებულია - 14.03.11 №14);

ვ ) (ამოღებულია - 14.03.11 №14);

ზ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ;

თ ) გამგებლისათვის ხელშეწყობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობაში ;

ი ) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება , შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა ;

კ ) მუნიციპალიტეტის , ასევე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში , სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში ;

ლ ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება ;

მ ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება ;

ნ ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება ;

ო ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება .

პ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენცის ფარგლებში :

ა ) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას , რომელიც გამგებლის მიერ არის ინიცი ირებული ;

ბ ) (ამოღებულია - 14.03.11 №14);

გ ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა . შ .);

დ ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად ;

ე ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;

ვ ) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს , ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხს ;

ზ ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ;

თ ) კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში კანონით დადგენილი ვადების დაცვას ;

ი ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში , პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ;

კ ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოში , პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ;

ლ ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის , გამგეობის , სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან , ასევე ორგანიზაცია - დაწესებულებებთან ( მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა ) ურთიერთობებისას ;

მ ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პროექტებს ან / და ითანხმებს მათ ;

ნ ) ამზადებს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტს ;

ო ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;

პ ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის დავალებით ატარებს ზეპირ მოსმენას სხვადასხვა საკითხების განხილვისას ;

ჟ ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის , ცალკეულ დავალებებს ;

რ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. სამსახურში სამართლებრივი აქტების შემუშავების კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს იურიდიული სამსახურის უფროსი .

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ

თავი III. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 4

1. იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს იურიდიული სამსახურის უფროსი , რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი .

2. იურიდიული სამსახურის უფროსი :

ა ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის , „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად ;

ბ ) წარმართავს იურიდიული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ;

გ ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ ;

დ ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

ე ) ახორციელებს მუნინციპალიტეტის , გამგეობის სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში , პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ;

ვ ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის ;

ზ ) უშუალოდ იხილავს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარდგინებებს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს შესაბამის დასკვნას ;

თ ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

ი ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის კონკრეტული დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას ;

კ ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს ;

ლ ) უშუალოდ ითანხმებს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს ;

მ ) ამზადებს და ითანხმებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებს ;

ნ ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს ;

ო ) სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს , გამგებლის მოადგილეს , სტრუქტურული ერთეულების , ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს ;

პ ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას ;

ჟ ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში ;

რ ) ესწრება საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის თათბირებს , ასევე , საკრებულოს სხდომებს ;

ს ) საკრებულოს თავმჯდომარეს , გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს იურიდიული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ტ ) საკუთარი ინიციატივით , საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის დავალებით უშუალოდ ახორციელებს იურიდიული სამსახურს კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას ;

უ ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეულ დავალებებს ;

ფ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს .

3. იურიდიული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია იურიდიული სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის წინაშე .

4. იურიდიული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის წინაშე .

5. (ამოღებულია - 14.03.11 №14);

6. იურიდიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი დავალებით შეასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი .

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ .

თავი IV

თავი IV. იურიდიული სამსახურის სტრუქტურა და სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 5

1 . სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში ;

გ) მთავარი სპეციალისტები სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში.

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით .

    მუხლი 6

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი V. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 7 (ამოღებულია)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ .

 

 

კრებსითი — სრული ვერსია