გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016027
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის                 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა

მუხლი 1

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) იურიდიული სამსახური“.

მუხლი 2

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილების მე-13 მუხლის მე-11 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„11.იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრების, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება; სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა; მათი შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

12.გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები. “.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია