„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2333
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-11
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.000.662
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვის „ჩაირიცხება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შესაბამის“.

2. მე-7–9 და მე-12 მუხლების მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2333–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია