წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №2
2011 წლის 28 იანვარი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-3 თავიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის I პუნქტი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 მარტის დადგენილება №11-ვებგვერდი, 05.04.2011წ.