,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016036
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ქარელი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ც) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    პ. ღვინიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია