აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №9 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.102.016022
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №9 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი                                                                  

 აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №9 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №9 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ს. გურჩიანი

                      

 

კრებსითი — სრული ვერსია