აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №11 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა,ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №11 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი