„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2011-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.132.016033
„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის  №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის ტექსტში სიტყვები „კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“ შეიცვალოს სიტყვებით „კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იურიდიული პირი.“.

მუხლი 2.

ეს დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამო­ქვეყ­ნების­­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      გ. კირთაძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია