"მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2/6
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
370070000.35.159.016027
"მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2/6

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. მარნეული   

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად , მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. „ცენტრალური ზონა” 1 მ2-ზე – ქალაქ მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის,  ნარიმანოვის, ვურგუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია – 16 ლარი;

2. „შუალედური ზონა“ 1 მ2-ზე – ბორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური ზონის ქუჩების ჩიხები და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები – 12 ლარი;

3. „პერიფერიული ზონა” 1 მ2-ზე – იაღლუჯის, რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები. ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები – 9 ლარი;

4. „სოფელი“ 1 მ2-ზე – 4 ლარი;

5. „დასახლებათა შორის არეალებში" 1 მ2 – 3 ლარი;

6. „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში“ 1 მ2-ზე – 15 ლარი.

7. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში" 1 მ2 –ზე – 6 ლარი.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 იანვრის №1/6 დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

    საკრებულოს თავმჯდომარე               ი. ქერიმოვი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.02.2012 წ.

კრებსითი — სრული ვერსია