მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2/5
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
200160010.35.159.016026
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა    №2/5

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. მარნეული   

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზურფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5 პროცენტით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ნოემბრის №15/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.

3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/5 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 07.02.2012 წ.

კრებსითი — სრული ვერსია