"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.136.016044
"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2

2011 წლის 28 იანვარი

დ. ხულო

 „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ. გვ.222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება-დამატება:

 დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული კურორტებსა და საკურორტო ადგილებში, წყალდაცვითი ზოლების (მდინარეების, ტბების, წყალსაცავების და სხვა ზოლების) მიმდებარე 100-მეტრიან ზონაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე 300 მეტრიან ზონაში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში;

დ) შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                   ნ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია