,,საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-04
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016096
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 2 5

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის № 274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „ საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის № 274 ბრძანებით (სსმ III, 27.11.2008, № 168, მუხ. 1718) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. აპარატის ამოცანები

 აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.“ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია