დუშეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ,,სოფლის პროგრამის ფარგლებში~, სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 1800 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-04
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016213
დუშეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ,,სოფლის პროგრამის ფარგლებში~, სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 1800 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

დუშეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ,,სოფლის პროგრამის ფარგლებში“, სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 1800 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს დუ­შეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინადა­დება და სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდება­რებუ­ლი ფასა­ნაურის სატყეო უბნის დუშეთის სატყეოს №26 კვარ­ტალის №8ა და №11ა ლიტერებიდან 1800 მ2 მიწის ფართო­ბი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან, ,,სოფლის პროგ­რამის ფარგ­ლებში“ სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილი­ტაციისა და მშენებლობის მიზნით, საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალურ საკუთრე­ბაში გადაცემისათვის.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემა­ვალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტე­რი­ტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობი­დან გამომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწ­ყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ,,სახელმწიფო ქო­ნების შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლის შესაბა­მისად.

  პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია