„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება–გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
75
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-04
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016031
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება–გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №75

2011 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულე ბით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება -გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრი ს №589 ბრძანები თ (სსმ III, 2004 წ ., №126 , მუხ. 1119 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

 1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური სამსახურები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის – პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები,                             ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ -სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება. ”.

2. მე -3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ -სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილებაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშულებებზე გაიცემა მხოლოდ ლურჯი ფერის შუქურის დაყენება -გამოყენების ნებართვა .“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია