საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №48
2011 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი“ (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
21. ლიკვიდაციის დასრულებამდე ცენტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გააგრძელოს შემდეგი პროექტების განხორციელება:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ხიდის რეაბილიტაცია;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ახალი ხიდის მშენებლობა;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 მარტის ბრძანებულება №161-ვებგვერდი, 25.03.2011წ.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ ცენტრის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 მარტის ბრძანებულება №161-ვებგვერდი, 25.03.2011წ.