საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) 54-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტში სიტყვები „1999 წლის“ შეიცვალოს სიტყვებით ,,2000 წლის“;
2. მე-3 პუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 1 ივლისამდე“, ხოლო სიტყვები „1 იანვრამდე“ – სიტყვებით ,,1 ივლისამდე“;
3. მე-5 პუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 1 ივლისამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2218–IIს