ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2018-03-15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016026
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 15.03.2018, №99)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 3

2011 წლის  28 იანვარი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის № 603 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

       მუხლი 1

  ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნე ს:

 ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img

 ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL

 გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C

 დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K

      მუხლი 2

ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 მაისის დადგენილება № 11 – ვებგვერდი, 11.05 .2011წ.

      მუხლი 3

   მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 მაისის დადგენილება № 11 – ვებგვერდი, 11.05 .2011წ.

          მუხლი 4

   1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე   განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

Cn=Img x ITL x C x K    სადაც:

 ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;

  ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;

  გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;

  დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღრულია –  100-ით;

  ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 მაისის დადგენილება № 11 – ვებგვერდი, 11.05 .2011წ.

    მუხლი 5

 დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

 ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

  ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00 ლარით;

  გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მ- ის რადიუსში – 5,00 ლარით;

   დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით.

    მუხლი 6

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 7

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე        დ. კაკაბაძე   

 შეტანილი ცვლილებები:

1. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 მაისის დადგენილება № 11 – ვებგვერდი, 11.05 .2011წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია