დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2-6
2011 წლის 31 იანვარი
ქ.დმანისი
,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილების პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ი” ქვეპუნქტი:
,,ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5-მ-ისა”.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 იანვრის №1-3 დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე