"ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-8
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-10
სარეგისტრაციო კოდი
010340000.36.101.016026
"ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1- 8

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ქონების, როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია