"დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-3
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010270000.36.101.016020
"დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-3

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”   ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,               ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: შეტანილ იქნეს ცვლილებები „ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა, ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       ზ. სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია