"ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-1
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-10
სარეგისტრაციო კოდი
010260030.36.101.016021
"ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-1

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ ლ’’ და „ ო’’ ქვეპუნქტები;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ჟ” ქვეპუნქტი:

„ ჟ) იურიდიული საქალაქო სამსახური.”;

გ) ამოღებულ იქნეს 121 მუხლის მე-17 და მე-20 პუნქტები;

დ) 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„ 22. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი.”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ზ. სამადაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია