„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისი №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016202
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისი №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 41

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დე­ბუ­ლების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

 „1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოად­გილე და შვიდი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მო­ადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზი­დენტ­­თან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბი­დან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტო­რი.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  პრემიერ-მინისტრი                                                                                                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია