ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ბაღდათი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №42 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №57, 30.11.2010. მუხლი 1703 გვ. 95) შევიდეს შემდეგი ცვლილება;
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მეორე პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები; „ორმოცდაცხრამეტ წელს“ და ჩაიწეროს „ოთხმოცდაცხრამეტ წელს“.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე