"შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016185
"შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2011 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2012 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია