"ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016028
"ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 24 იანვარი

ქ. ქარელი

„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ.თ“ ქვეპუნქტი:

„ლ.თ) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) ზედამხედველობის სამსახური“.

გ)დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            პ. ღვინიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია