"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016021
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 21 იანვარი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას.”.

2. მე-11 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში.”.

3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა. ჯვარშეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია