"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-29
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.108.016030
"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10                                                                     

2011 წლის 21 იანვარი

ქ. სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,

   სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

  1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.

  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №4 დადგენილება.

  3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე               ბ. ნარმანია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება  №28 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

  დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

№

 

თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

 

1

2

3

 

მთავარი საჯარო თანამდებობა

 

1

გამგებელი

2360

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

 

2

გამგებლის მოადგილე

900

უფროსი საჯარო თანამდებობა

 

3

სამსახურის უფროსი

700

 

4

გამგებლის თანაშემწე

450

 

5

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

(განყოფილების უფროსი)

500

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 

6

მთავარი სპეციალისტი

420

 

7

წამყვანი სპეციალისტი

380

 

8

უფროსი სპეციალისტი

350

 

9

სპეციალისტი

330

 

10

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ გამგეობის რწმუნებული

400

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია