საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვის „რეზერვში, „შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა დიპლომატიური თანამდებობის პირისა,“.
2. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) დიპლომატიური თანამდებობის პირები.“
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2185–IIს