„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016020
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2011 წლის 18 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებული გამგეობის დებულების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს.

2.  მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             გ.მალანია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია