თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 72
2011 წლი ს 14 იანვარი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის I პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების № 1 დანართის / თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება / , მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; არქიტექტურის ა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; კულტურის , სპორტის , განათლების, ძეგლთა დაცვის ა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური ; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური ; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური ;“.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №230 დადგენილება.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილება.
მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კონტროლის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №23 დადგენილება.
მუხლი 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოსთან ურთიერთობისა და პროტოკოლის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 21 ივლისის №26 დადგენილება.
მუხლი 6 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი