საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 45
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის № 278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მ ე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის № 278 ბრძანებით (სსმ III, 23.05. 2008წ., № 75, მუხლი 819) დამტკიცებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია