საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 44
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის № 38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :
მუხლი 1. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის № 38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ ., № 11, მუხ . 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. მე -4 მუხლის :
ა ) პირველი პუნქტის ,,დ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;
ბ ) მე -5 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა”, და „ ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.’’ .
2. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. გენერალური ინსპექციის , გარდა საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილებისა , მოსამსახურე:
ა) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფაზე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია