ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 18 იანვარი
ქ. ახალქალაქი
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №115 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №115 დადგენილებაში (სსმ V, №53, 18.11.2010 წ.) შეტანილი შემდეგი ცვლილებები და დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ.
სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე”.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი