პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-20
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016173
პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2011 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №23, მუხ. 323) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია