ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 11 იანვარი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი უფლების მოწმობის ფორმა (თან ერთვის)
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თვამჯდომარე ა. ხუნდაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.
2. ძალადაკარგულია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 07.09.2015წ.
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობა №
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადგილობრივი თვითმმართველ ობის წარმომადგენლობითი ორგანოს დასახელება)
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება, მისამართი და საიდენტიფი კაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზე, რომ ის შემდგომში პრივატიზების მიზნით მოწყობილ აუქციონზე , მის მიერ შემოთავაზებული ფასის საფუძველზე და N––––––– ოქმი თ (ადმინისტრაციული დაპირება) გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებებით გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან )
------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი: ---------------------------------------------------------------------------------------------
(ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადამცემი კომისიის მიერ 20-- წლის ,,-----” ,,–––––––––––––––––––” მოწყობილ აუქციონის ოქმი N- --- და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 20______ წლის ,,---” ,,---------------” ბრძანება)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მ ესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
მოწმობა ძალაშია აუქციონის დამადასტურებელ ოქმთან (ადმინისტრაციული დაპირება) ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20–––––––– წლის ----------------------- ---------------------------------------
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ა. ხუნდაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.