ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-26
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016038
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16 

2011 წლის 11 იანვარი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  №206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“   ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29  აპრილის №206 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.დამტკიცდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კატეგორიები მიწის ხარისხის შესაბამისად:

ა) კარგი ხარისხის: დაბა ჩოხატაური, გოგოლესუბანი, შუაგანახლება, განახლება, სამება, ვანი, ზომლეთი, ქვენობანი, ბუკნარი, ბასილეთი, ბუკისციხე, იანეული, გორაბერეჟოული, საჭამიასერის სოფლები.

ბ) მწირი ხარისხის: გუთური, ფარცხმა, შუაფარცხმა, ჩაისუბანი, ინტაბუეთი, ხიდისთავი, ჭაჭიეთი, ახალშენი, ქვემოერკეთი, ერკეთი, ზემოხეთი, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები, ხევი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ზოტი, დაბლაციხე, კოხნარი, ბურნათი, წიფნარის სოფლები“.

2. დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „საქართველოს“ ნაცვლად მიეთითოს სიტყვა „მუნიციპალიტეტის“.

3. დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტში სიტყვების „ამ ნაწილის“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „ამ პუნქტის“.

4. დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტისა;

გ) ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს“.

5. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №12 დადგენილება            „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  №206 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“.  

7. დადგენილება ძალაშია  არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თვამჯდომარე                                                                                       ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია