საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2130
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-02
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.602
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1739 მუხლი:

    „მუხლი 1739. შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა

შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით, ხოლო თანამდებობის პირისა – შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლის მე-20 ნაწილში ციფრის „1737“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1739“.

3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრის „1737“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1739“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2130–IIს

კრებსითი — სრული ვერსია