საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 21 თებერვლის კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივი განაკვეთები:
1. პარლამენტის თავმჯდომარე – 290 ლარი;
2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – 270 ლარი;
3. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – 250 ლარი;
4. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი – 235ლარი;
5. პარლამენტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე – 230 ლარი;
6. პარლამენტის წევრი – 220 ლარი“.
II. ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2118–IIს