ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2093
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქალაქში სასკოლო ოლქების დამტკიცება“.

II. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 21-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „თვითმმართველობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(მმართველობის)“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№ 2093– IIს

კრებსითი — სრული ვერსია