დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1-4
2011 წლის 12 იანვარი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20-24 მუხლების საფუძველზე, „დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,კ”, ,,ლ”, ,,მ” ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი სპეციალისტი (დარაჯი) –150;
ლ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი სპეციალისტი (ტექნიკოსი) –150;
მ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი სპეციალისტი (დამლაგებელი) –135.“.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №2-7 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.