”დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1-3
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-31
სარეგისტრაციო კოდი
330120000.35.156.016033
”დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1-3

2011 წლის 12 იანვარი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. პირველ მუხლს დაემატოს ი) ქვეპუნქტი.

ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5-მ-ისა და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:

ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

 ბ) 20მ3-მდე მოცულობის 10 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10- მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის /თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან /და დანადგარები;

თ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

 ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავჯდომარე    ბ. მგელაძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია