„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2090
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-24
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.05.001.000.585
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონში („საქართველოს რესპუბლიკა”, №198, 5 აგვისტო, 1998 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, როგორც საზღვრის დამცველებს, უწესდებათ შეღავათები.

5. მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას.”.

2. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.გ” ქვეპუნქტი:

„ჰ.გ) საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

 

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი

№2090–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია