"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
02
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.117.016035
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ"

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №02

2011  წლის  10 იანვარი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსიის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

1. სათიბებისათვის – 1 ჰა-ზე 2,5 ლარი;

2. საძოვრებისათვის – 1 ჰა-ზე 1,5 ლარი;

3. გაკულტურებული სათიბებისათვის 1 ჰა-ზე – 16 ლარი;

4. გაკულტურებული საძოვრებისათვის 1 ჰა-ზე – 10 ლარი;

5. სხვა კარგი ხარისხის მიწებისათვის 1 ჰა-ზე – 61 ლარი;

6. სხვა მწირი ხარისხის მიწებისათვის 1 ჰა-ზე –54 ლარი.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      კ. ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №16-ვებგვერდი, 04.04.2011წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია