„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
425
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-11
სარეგისტრაციო კოდი
340140000.10.003.016166
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №78, მუხ. 838) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფი­კა­ტის გაცემის წე­სის (დანართი №1):

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუ­მენ­­ტაციის განხილვის საფუძველზე საჯარო სამართლის იური­დიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შე­მო­სავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ.

2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა გან­მცხადებლის განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ტარაზე.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომე­რი, შეფუთვის სახეობა; სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაც­ვასთან დაკავშირებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვე­ვაში, შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი);

ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატა­რებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსა­თის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოც­დის ოქმი.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ამო­ღე­ბულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხ­ვევაში, სააგენტო ან სამსახური წარმოდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი გან­ხილ­ვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუ­მენ­ტაციის წარდგენის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვე­ტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხა­დების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვი­ანეს 5 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთგვაროვან სურსათზე/ტარაზე გაიცემა ერთი ჰიგიე­ნური სერტიფიკატი.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჰიგიენურ სერტიფიკატთან სურსათის/ტარის შესაბამი­სობისათვის პასუხისმგებელია განმცხადებელი.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაუშვებელია სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჰიგიე­ნური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვე­ბუ­ლი კომერციული საიდუმლოს გაცემა.“;

ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ჰიგიენური სერტიფიკატი ივსება 2 ეგზემპლარად.“;

ზ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში ან ელექტრონულ ჟურნალში.

10. ჰიგიენური სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, სურსათის ექსპორტირებამდე სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს შესაბამისი განცხა­დების საფუძველზე 2 დღის ვადაში.“;

თ) მე-12 – მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„12. იმპორტიორი ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჰიგიენური სერტიფიკატის ელექტრონული ფორ­მით გაცემა.

13. ჰიგიენური სერტიფიკატი გაუქმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე დად­გინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვ­ნებთან.

14. ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადა­წყვე­ტილებას იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი და ეცნობება ჰიგიენური სერტიფიკატის მფლობელს.

15. გადაწყვეტილების მიღებიდან ჰიგიენური სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უბრუნდება სააგენტოს ან სამსახურს.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნ­ქტი:

 „გ) განმცხადებლის სურსათთან დაკავშირებულ საქმია­ნო­ბაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესის შეჩერება.“.

    მუხლი 2

 სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორ­­მა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქ­ცი­ით.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

დანართი N2

 

საქართველო

GEORGIA

 

ჰიგიენური სერტიფიკატი #_______________

               HYGIENIC CERTIFICATE

                                `    ~    20    წელი/Year

 

სერტიფიკატის გამცემი ორგანო:  Certifying Authority:

 

 

დანიშნულების ქვეყანა: Country of Destination

 

 

განმცხადებელი , რეკვიზიტები: Applicant: properties

 

სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა:

Name of product, Number/weight, data, Lot/batch identification number, type of packaging

 

სერტიფიკატის გაცემის საფუძველი (დოკუმენტების ჩამონათვალი) Basis for issuance of Hygienic Certificate (list of documents)

 

 

დამატებითი ინფორმაცია:  Additional information:

 

 

 

ჰიგიენური დახასიათება:   The higienic description

 

უფლებამოსილი პირი

authorized person                                 -----------------------------                            ხელმოწერა

                                                                                                                          Signature               

                                                                                                

        ბ.ა.  Stamp   

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია