,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-11
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016043
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2011 წლის 6 იანვარი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ”

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში (სსმ III, 24.08.2010, №103, მუხ.1554) შევიდეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე.

12. უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

13. უფროსის პირველ მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია